• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვისის ასისტენტი
დამსაქმებელი: ლუკა პოლარე
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/10/13
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 695 -ჯერ

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ (შპს. „ჯი და ჯი ქოოფერეიშენ“) აცხადებს ვაკანსიას სერვისის ასისტენტის  თანამდებობაზე  თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

 

სამუშაო პირობები:

  • სერვისის ასისტენტები იმუშავებენ „ლუკა პოლარეს“ კაფე-სანაყინეებში და ურთიერთობა ექნებათ მომხმარებლებთან.
  • ასისტენტები იმუშავებენ დილის ან საღამოს ცვლებში, მენეჯერთან შეთანხმებით.
  • შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მოქნილი გრაფიკით მუშაობა. 
  • გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

 

სერვისის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

  • კაფე- სანაყინის გაღება-დაკეტვა,
  • კაფე-სანაყინის მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება.
  • პროდუქტების მიღება-ჩაბარება და ვიტრინაში განთავსება.
  • გაყიდვების პროგრამასთან, სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა.
  • გვიან ღამით ან ადრე დილით მუშაობა განრიგის მიხედვით.

 

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • ენერგიული და შრომისმოყვარე.
  • კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული.
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, ხოლო მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ხუთ დღიანი  ტრენინგი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა