• https://charte.ge/

ავტორი

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია

tel: (+995) 595 77 84 34
mail: shavnabada.vacancy@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სკოლის უსაფრთხოების ოფიცერი
დამსაქმებელი: შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2018/10/19
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Word კარგად
ენები
ქართული ძალიან კარგად
ნანახია: 873 -ჯერ

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“, რომლის დაარსების ისტორია უკვე 23 წელს ითვლის, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

 „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას  სკოლის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  •               უმაღლესი განათლება (იურიდიული მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
  •               ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  •               სკოლის მანდატურის მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  •               საოფისე პროგრამა Microsoft Word-ის კარგი ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები / უნარები

  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •          პუნქტუალურობა
  •          ინტერპერსონალური კომუნიკაციის კარგი უნარი
  •          არაკონფლიქტურობა
  •          დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  •          წამოჭრილ პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი
  •          სტრესგამძლეობა, აქტიურობა და მოქნილობა.

 

ფუნქცია-მოვალეობები

  •               მოსწავლეთა კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა
  •               მოსწავლეთა შორის მომხდარი დაპირისპირების შემთხვევაში, დროული რეაგირება და უთანხმოების აღმოფხვრა
  •               საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფ სხვა პირთა ევაკუაცია
  •               სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ და მატერალურ-ტექნიკური საშუალებებით გამართულად წარმართვის ხელშეწყობა.

 

გამოსაცდელი ვადა: 1-დან 6 თვემდე.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 2018 წლის 19 ოქტომბრისა.

 

წერილის სათაურში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

საკონტაქტო ნომერი : (+995) 595 77 84 34

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა