• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: მკითხველი
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2018/10/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1397 -ჯერ

კომპანია "მკითხველი" საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

კომპანია აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.



ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე.


აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს გაყიდვების სფეროში.



სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 - 16:00; 16:00-22:00 ცვლებში.

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა)

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ტრენინგებს და მოხვდებიან ჩვენს მეგობრულ გუნდში.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



მისამართი: ქ. თბილისი სტანისლავსკის N5

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა