• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: გასგო მოტორსი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2018/10/07
ნანახია: 764 -ჯერ

"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.

პოზიცია: ბუღალტერი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სამსახურის მიერ წარმოებული (სასაქონლო ზედნადებების, მიღება ჩაბარების აქტების) კონტროლი/დაარქივება.
** ანგარიშფაქტურების მომზადება, შემოწმება, დამუშავება და დაარქივება. 
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა.
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.

კვალიფიკაცია: 

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;

** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** სასურველია ACCA სერთიფიკატი.

დამატებითი ინფორმაცია: ბუღალტრის მოვალეობებში შევა კომპანიის შვილობილი ორგანიზაციის დოკუმენტაციის წარმოებაც.
უნარ-ჩვევები: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, დროის მართვა, კოორდინაცია.

ანაზღაურება პირველ ეტაპზე ხელზე ასაღები 500 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: vacancy@gasgomotors.ge და თემაში (subject) მიუთითეთ "ბუღალტერი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა