• https://charte.ge/

ავტორი

პრობლემური აქტივების ბიურო

tel: (+995) 577969663
mail: hr@pab24.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი - რეგიონები
დამსაქმებელი: პრობლემური აქტივების ბიურო
კატეგორია: პრობლემური სესხების ექსპერტი,
ბოლო ვადა: 2018/09/30
ნანახია: 655 -ჯერ

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რეგიონებში: რუსთავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი, ზუგდიდი.

ძირითადი მოვალეობები: 

** კლიენტებთან სატელეფონო კონტაქტი და მოლაპარაკების წარმოება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი; 
** კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი.

მოთხოვნები: 

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა 
** სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება; 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები: 

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი. 
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი; 
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა; 
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში (2 თვე) - 100 ლარი + ბონუსი 
გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 180 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab24.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა