• https://charte.ge/

ავტორი

საბავშვო ბაღი ნევერლენდი

tel: (+995) 599 220 006
mail: neverlandtbilisi1@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მასწავლებელი
დამსაქმებელი: საბავშვო ბაღი ნევერლენდი
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2018/09/14
ნანახია: 749 -ჯერ

საბავშვო ბაღი "ნევერლენდი" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის პოზიცაზე.

სამუშაო პირობები:

** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი (მუხიანი)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09.00.სთ -18.00.სთ.
** ანაზღაურება: 400 ლარი (მზარდი, ჩვენთან დაგროვილი სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბავშვო ბაღის მიერ შემუშავებული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის განხორციელება
** თითოეული ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა
** თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე ზრუნვა
** ასაკობრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
** ბავშვებთან პოზიტიური მიდგომების პრაქტიკული გამოყენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიური ან პედაგოგიური).
** ადრეული ასაკის (0-7 წელი) სწავლისა და განვითარების სტანდარტის ცოდნა.
** გამოცდილება აუცილებელი არ არის.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ასაკი: 25 - 40

დამატებითი უნარები: 

** სიახლეების მიმღეობისა და სწრაფად ათვისების უნარი
** პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარი
** დროისა და ჯგუფის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ: 

** მაღალპროფესიონალურ, თბილ და მეგობრულ გარემოს, ყოველდღიურ ზრუნვას თქვენი განათლებისა და გამოცდილების ზრდაზე
** სისტემატიურ ტრენინგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად
** კარიერულ ზრდას
** თანადგომას სასწავლო პროგრამის განხორციელებასა და სიახლეების მოძიებაში

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ტესტირება, გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი, წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: neverlandtbilisi1@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა