• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაცვის სპეციალისტი - ფოთი
დამსაქმებელი: ჰაიდელბერგცემენტი
ბოლო ვადა: 2018/08/24
ნანახია: 627 -ჯერ

ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 45,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,300 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია", ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ფოთი

ძირითადი მოვალეობები: 

** ბეტონის ქარხნის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
** თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
** პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მაგ, დასაცავ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ან უცხო და საეჭვო პირის არსებობის შემთხვევაში);
** უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივად შემოწმება, რათა უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;
** სიგნალიზაციითა და სათვალთვალო კამერებით მუშაობა;
** ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
** განათების საშუალებების, კამერების, ღობის მუდმივად შემოწმება;
** კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** შეასრულოს მენეჯერის სხვა მითითებები კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ოპერატიული რეაგირების უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy_rmc@heidelbergcement.ge .

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 24 აგვისტო, 2018

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა