• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: ინსტა
ბოლო ვადა: 2018/08/20
მდებარეობა: თბილისი
მართვის მოწმობა B კატეგორია

ნანახია: 1157 -ჯერ

“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH  (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 7000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

„ინსტა“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

 

  •          განბაჟებული ტვირთების საბაჟო ტერმინალებიდან გამოტანა, მათი  სასაწყობე ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მოთხოვნის შესაბამისად თბილისსა და თბილისს გარეთ მიწოდება;
  •          საჭირო დოკუმენტაციის დანიშნულების ადგილას მიტანა;
  •          ავტომანქანის ტექნიკური მოვლის უზრუნველყოფა, სამუშაო კონდიციის შენარჩუნება, სისუფთავის დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  •          მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე პოზიციაზე;
  •          აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  •          საავტომობილო რეგულაციის  წესებისსრულყოფილიცოდნა
  •          პახუხისმგებლობის გრძნობა;
  •          ყურადღებიანობა;
  •          პუნქტუალურობა;
  •          ორგანიზებულობა;
  •          დისციპლინირებულობა.

 

ანაზღაურება: 650 ლ.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2018წლის 20 აგვისტო.

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა