• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ელექტრიკოსი
დამსაქმებელი: ინსტა
ბოლო ვადა: 2018/08/31
ნანახია: 677 -ჯერ

 ''ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 19 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულება ელექტრო სამონტაჟო საქმიანობაა. რომელიც მოიცავს როგორც სუსტ დენს (ქსელები) ასევე დაბალ და საშუალო ძაბვაზე (35კვ-მდე) მუშაობას. სწორედ ამ მიმართულებისთვის ვეძებთ ახალ თანამშრომელს ელექტრიკოსის პოზიციაზე.

 

პოზიციის ზოგადი აღწერილობა:

საცხოვრებელ ბინებსა და სამრეწველო-საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებში ელექტრო სამონტაჟო და საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრო სამონტაჟო და მასთან დაკავშირებული მექანიკური სამუშაოების შესრულება;
  • ობიექტზე კაბელური ქსელებისა და ინფრასტრუქტურის მონტაჟი/დემონტაჟი, შესაბამისი ნახაზების გამოყენებით;
  • ტრანსფორმატორების, დიზელ-გენერატორების, სტაბილიზატორების, უწყვეტი კვების ბლოკების და სხვა კვების წყაროების მონტაჟი/დემონტაჟი;
  • ელექტრული კარადების მონტაჟი სხვადასხვა ძაბვისა და დენების ნომინალზე შესაბამისი დაშვების მიხედვით;
  • განათებისა და ძალური ქსელების მონტაჟი;
  • ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ტექნიკური განათლება ელექტროობის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო მემონტაჟის პოზიციაზე;
  • სამუშაო იარაღების დანიშნულებების ცოდნა;
  • უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • ელექტრო სიმბოლოების ცოდნა და შესაბამისი ელექტრო ნახაზების კითხვა;

 

უნარები:

  • როგორც დამოუკიდებლად და ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • კორპორატიულ დაზღვევას
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • ერთ დიდ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@insta.ge ან დაგვიკავშირდით (032) 220-20-20

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა  2018 წლის 31 აგვისტო.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა