ელექტრიკოსი |
დამსაქმებელი: |
ინსტა |
ბოლო ვადა: |
2018/08/31 |
ნანახია: |
679 -ჯერ |
''ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 19 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულება ელექტრო სამონტაჟო საქმიანობაა. რომელიც მოიცავს როგორც სუსტ დენს (ქსელები) ასევე დაბალ და საშუალო ძაბვაზე (35კვ-მდე) მუშაობას. სწორედ ამ მიმართულებისთვის ვეძებთ ახალ თანამშრომელს ელექტრიკოსის პოზიციაზე.
პოზიციის ზოგადი აღწერილობა:
საცხოვრებელ ბინებსა და სამრეწველო-საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებში ელექტრო სამონტაჟო და საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრო სამონტაჟო და მასთან დაკავშირებული მექანიკური სამუშაოების შესრულება;
- ობიექტზე კაბელური ქსელებისა და ინფრასტრუქტურის მონტაჟი/დემონტაჟი, შესაბამისი ნახაზების გამოყენებით;
- ტრანსფორმატორების, დიზელ-გენერატორების, სტაბილიზატორების, უწყვეტი კვების ბლოკების და სხვა კვების წყაროების მონტაჟი/დემონტაჟი;
- ელექტრული კარადების მონტაჟი სხვადასხვა ძაბვისა და დენების ნომინალზე შესაბამისი დაშვების მიხედვით;
- განათებისა და ძალური ქსელების მონტაჟი;
- ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ტექნიკური განათლება ელექტროობის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო მემონტაჟის პოზიციაზე;
- სამუშაო იარაღების დანიშნულებების ცოდნა;
- უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- ელექტრო სიმბოლოების ცოდნა და შესაბამისი ელექტრო ნახაზების კითხვა;
უნარები:
- როგორც დამოუკიდებლად და ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
რას გთავაზობთ ჩვენ?
- კორპორატიულ დაზღვევას
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- ერთ დიდ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@insta.ge ან დაგვიკავშირდით (032) 220-20-20
კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!