• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაცვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2018/08/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი თავისუფალი გრაფიკი
ენები
ყაზახური
ქართული
ნანახია: 847 -ჯერ

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge


ევროპროდუქტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე. 


სამუშაო გრაფიკი:

  • ცვლებში

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პუნქტუალურობა

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო  ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების,  ნებისმიერი დანაშაულებრვი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა