• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2018/08/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 689 -ჯერ

   ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico,  Spomlek და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ევროპროდუქტის მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებულზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.


ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 


აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
  •  შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  • მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების (ობიექტების მიხედვით) აკუმულირება, ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
  •  სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
  • ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათაო ოფისის ინფორმირება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების  მუდმივი კონტროლი.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა