• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ელექტრო-შემკეთებელი დედოფლისწყაროში
დამსაქმებელი: ჰაიდელბერგცემენტი
კატეგორია: ენერგეტიკა,
ბოლო ვადა: 2015/05/29
მდებარეობა: დედოფლისწყარო
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 1378 -ჯერ
ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. 
 
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-შემკეთებლისთანამდებობაზე კირქვის კარიერზე.
 
ადგილმდებარეობა:  დედოფლისწყარო
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კარიერის ელექტრულ ნაწილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
  • ავარიული სიტუაციის შემთხვევაში მიიღოს ქმედითი ზომები მის აღმოსაფხვრელად;
  • ყველა ელექტრული ძრავის აგრეგატის  გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
  • მაღალ ძაბვაზე მომუშავე აგრეგატების მომსახურება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან  პროფესიული განათლება ელექტრო-ინჟინერიის სფეროში
  • უსაფრთხოების ჯგუფის დამადასტურებელი მოწმობა (სერთიფიკატი)
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოდცილება იგივე ან მსგავს თანამდებობაზე
  • პრობლემების ანალიზი და მათი სწრაფად გადაჭრის უნარი
  • დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ ჩვევები
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე:vacancy@heidelbergcement.ge ან მოიტანოთ რუსთავის ცემენტის ქარხანაში (მის.: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. 70). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ სრულყოფილად შევსებული ოფიციალური სააპლიკაციო ფორმა განიხილება.  
 
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 29 მაისი, 2015. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა