"s motors” - წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა; სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით ვაჭრობა; კორპორატიული და საცალო კლიენტების მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებითა და სერვისის ფართო სპექტრით უზრუნველყოფა.
კომპანია „s motors” აცხადებს ვაკანსიას ავტოსათადარიგო ნაწილების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტოსათადარიგო ნაწილებთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- სქესი: მამრობითი/მდედრობითი.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრონულ კატალოგებში საჭირო ინფორმაციის მოძიება;
- სავაჭრო ობიექტზე საქონლის რეალიზაცია;
- რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- გაყიდვების მიმართულებით პრიორიტეტული გეგმების შესრულება;
- მაქსიმალური ძალისხმევა ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: officemanager@smotors.ge
სავალდებულოა, რომ წერილის სათაურში „subject” მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების კონსულტანტი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.