• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: S Motors
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/08/20
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
მართვის მოწმობა B კატეგორია

ნანახია: 727 -ჯერ

,,S MOTORS” - წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტი, საცალო/საბითუმო რეალიზაცია, დისტრიბუცია თბილისსა და რეგიონებში, კორპორატიული და საცალო კლიენტების მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებითა  და  სერვისის ფართო სპექტრით უზრუნველყოფა.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტზე საქონლის რეალიზაცია;
  • გაყიდვების მიმართულებით პრიორიტეტული გეგმების შესრულება;
  • ბიზნეს პარტნიორებთან/პოტენციურ მომხმარებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
  • მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის და კლიენტთა ეფექტური მომსახურებისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • ავტონაწილების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების MS Office-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • „ბ“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სასურველია;

 

დამატებითი უნარები:

 

  • ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა;
  • საქმისადმი შემოქმედებითი, ინიციატორული, დამოუკიდებელი მიდგომა;
  • ორგანიზაციისა და საქმის მართვის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე / CV შემდეგ ელექტრონულ officemanager@smotors.ge არაუგვიანეს

გთხოვთ, წერილის სათაურში („Subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა