• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ნჯ-თრეველი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/08/08
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 684 -ჯერ

“NG TRAVEL"-ის ვაკანსია შემომყვანი ტურისტული კომპანია ,, NG TRAVEL"-ი

აცხადებს ვაკანსიას ინგლისურ და რუსულ ენოვან სპეციალისტებზე

გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

კომპანია ,, NG TRAVEL"-ი ფუნქციონირებს უკვე მეორე წელია, რომელსაც გააჩნია განვითარების საინტერერესო სტრატეგია და ყველა რესურსი. ვართ კრიატიულები და გვყავს საკმაოდ წარმატებული კომპანიონები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. კომპანიის დამფუძნებლები უცხოეთში მოღვაწე, ქართველი ჟურნალისტები და ბიზნესმენები არიან ,

საწყის ეტაპზე კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ტურისტების მოზიდვა , საინტერესო და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება. 2 წლიანი ანალიზის შედეგად ჩვენ შევისწავლეთ საქართველოში ჩამოსული ტურისტების სურვილები , ბაზარზე შეთავაზებული სერვისების როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები, რის შედეგადაც შემუშავებული იქნა მრავალი ინოვაციური პროექტები რომლის განხორციელებასაც უმოლკლეს ხანში დავიწყებთ.

კომპანიას პროექტების და მიზნების განსახორციელებლად ესაჭიროება პროფესიონალი და მიზანდასახული გუნდის წევრები. ჩვენ არ ვეძებთ თანამშრომლებს, ჩვენ გვჭირდება პროფესიონალ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სურთ თავი დაიმკვიდრონ ჩვენს კომპანიაში როგორც პარტნიორებმა, მოახდინონ თავისი ცოდნის, იდეების და გამოცდილების რეალიზაცია და ამ კუთხით გააკეთონ ინვესტირება კომპანიაში. პარალელურად კომპანიის მხრიდან მოხდება მათი შრომის საფასურის ანაზღაურება.

გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატებმა გთხოვთ დაათვალიეროთ ჩვენი ფეისბუკის გვერდი, ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეორგოლები საწყის ეტაპზე საშუალებას მოგცემთ , რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი გეგმების და სტრატეგიის შესახებ. ასევე გაგვიხარდება თუ თქვენს გამოგზავნილ

CV -ითან ერთად მოგვწერთ თქვენს მოსაზრებას ჩვენი კომპანიის შესახებ , თქვენს რჩევებს და ხედვებს კომპანიის განვითარების კუთხით.

https://www.facebook.com/ngtravel2013/

გამოცხადებულ ვაკანსიებზე შერჩეულ კანდიდათებთან მოხდება გასაუბრება, შერჩევის შემთხვევაში ნებისმიერი კანდიდატი მოიაზრება როგორც ხელმძღვანელი პირი თავის სფეროში და მას დაევალება სამომავლოდ თავისი ჯგუფის წევრების შერჩევა.

ნებისმიერი შერჩეული გუნდის წევრი გაივლის 3 თვიან გამოსაცდელ პერიოდს, მათ ეძლევათ საშუალება დაამტკიცონ თავის პროფესიონალიზმი და დაგვანახონ გუნდის ეფექტურად მუშაობისთვის საჭირო მენეჯერული თვისებები, რომელიც კომპანიისთვის საინტერესო და გამოსადეგი იქნება,

ხშირად CV -ში წარმოდგენილი მონაცემები თუ გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რეალობაში სამუშაო პროცესში არ შეესაბამება იმის ნახევარს რა განაცხადიც იყო გაკეთებული საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. ამიტომ ორივე მხარემ ტყუილად, რომ არ დავკარგოთ დრო, მსურს კონკრეტულად ჩამოგიყალიბით ჩვენი მოთხოვნები :

გთხოვთ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოაგზავნოთ  მისამართზე: info@ngtravel.eu / israelservicegroup@gmail.com

CV -ი მხოლოდ მათ , ვისაც აქვს მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიდან 3 - წლამდე ,ტურიზმის სფეროში და გამოცხადებულ სპეციალობებზე , ვინც დარწმუნებულია თავის პროფესიონალურ შესაძლებლობებში და სურს იყოს წარმატებული კომპანიასთან ერთად. ჩვენ გვჭირდება მოტივირებული, კრიატიული, შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი გუნდის წევრები და არა პრაქტიკანტები, რომლებსაც არ გააჩნიათ გამოცდილება.

  • გთხოვთ მიუთითოთ 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის მუშაობის დროს თქვენი მინიმალური ხელფასის ოდენობა.
  • გთხოვთ CV - გადმოაგზავნოთ 3 ენაზე : ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე , ( ნუ დაიზარეთ)
  • ინგლისურის და რუსული ენების კარგად ცოდნა აუცილებელი პირობაა.

 

განცხადებები მიიღება 2018 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.

გასაუბრება შედგება 10, 11 აგვისტოს კომპანიის ოფისში

(ვაჟა ფშაველას 63)

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა