• https://charte.ge/

ავტორი

ELLC & British House

tel: (+995 431)266 282
mail: info@ellc.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასაუბრო ინგლისური ენის კურსი ბრიტანელ და ამერიკელ პედაგოგთან ქუთაისში
დამსაქმებელი: ELLC & British House
ბოლო ვადა: 2014/10/01
მდებარეობა: ქუთაისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 403 -ჯერ
სასაუბრო ინგლისური ენის  კურსი  ბრიტანელ და ამერიკელ პედაგოგთან  
 
სასაუბრო ენის პროგრამა ეფექტურად გააუმჯობესებს თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონეს. სრულ  კურსს გაივლით ბრიტანელ ან ამერიკელ პედაგოგთან ერთად ( თქვენი სურვილისა და მიზნების მიხედვით საშუალება გეძლევათ აირჩიოთ პედაგოგი). სასაუბრო ინგლისური ენის კურსზე ჩაწერა შეუძლია ნებისმიერი დონისა და ასაკის სტუდენტს.
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს გამოთქმის, საუბრისა და მოსმენის უნარები, ამასთანავე გაიმდიდროს სიტყვათა მარაგი. კურსის მსვლელობისას განხილული იქნება მრავალი პრაქტიკული თემა და მსმენელებს საშუალება ექნებათ გამოხატონ მათი შეხედულებები და აზრები.
 
კურსის აღწერა:
  • კურსის მსვლელობისას შესწავლილი იქნება ინგლისურ ენაზე საუბარი ყოველდღიურ და სამუშაო სიტუაციებში. მსმენელები დაეუფლებიან ინგლისური ენის გამოყენებას კონტექსტში და ივარჯიშებენ გამოთქმაში, რაც დაეხმარება მათ სწორად და გასაგებად საუბარში. გაკვეთილები ინტერაქტიულია, რაც განაპირობებს ახლად შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებას. ასევე სტუდენტი გაივლის გრამატიკის, წერის, კითხვისა და მოსმენის უნარებს .
 
 
კურსის მიზნები:
  • კურსის დასრულებისას მსმენელები შეძლებენ თავისუფლად ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე და თავს გაართმევენ ისეთ რთულ სიტუაციებში ინგლისურ ენაზე საუბარს, როგორიცაა, მაგალითად, გასაუბრება, სატელეფონო საუბრები და სხვადასხვა სამუშაო და არასამუშაო სიტუააციები.
ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება ინგლისური ენის ცოდნის დონისა და  ასაკის მიხედვით.
 
კურსის ხანგრძლივოა:
  • ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 4-6.
  • მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ, 2-სთ.
პროგრამის ხანგრძლივობა თუ რომელი დონის ჯგუფში მოხვდებით. 
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია!  
 
საკონტაქტოინფორმაცია:
 
ქუთაისი; ELLC & British House
 
მის: ზვიად გამსახურდიას ქ. 34 
ტელ:   (+995 431)266 282  მობ:  +995 595  620 999
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა