• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეცეფციის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ვისტამედი
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2018/07/26
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 777 -ჯერ

სამედიცინო სერვის-ცენტრი "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • სერვის-ცენტრში შემოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • შემოსული ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე პაციენტებთან ზარების განხორციელება;
  • პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
  • შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება;
  • უფლებამოსილების ფარგლებში პაციენტთა პრობლემების გადაწყვეტა;
  • ფრონტ-ოფისის გამართული და ეფექტური მუშაობის  უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
  • პერსონალთან კოორდინირებულად მუშაობის გამოცდილება;
  • რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.

 

პიროვნული თვისებები:

  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემის ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სისხარტე და ოპერატიულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული CV-ების გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ  CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: careers@vistamedi.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „რეცეფციის თანამშრომელი“

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა