• https://charte.ge/

ავტორი

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ

mail: vacancy@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი - რუსთავი
დამსაქმებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ
კატეგორია: TOP მენეჯმენტი, გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/07/25
მდებარეობა: რუსთავი
ნანახია: 766 -ჯერ

ICR" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში საქართველოში. კომპანია ბაზარზე წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების და ბრენდებს: ბატა, ბამბინო, კორსო იტალია, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ოკაიდი, ჟაკადი პარფოისი. კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ფოთში.

სულ მალე "ICR" წარმოგიდგენთ ახალ ფილიალს ფეხსაცმლის მიმართულებაში მაღაზია "კორსო იტალია"-ს სახით, რომელიც რუსთავში იხსნება.

"ICR" აცხადებს ვაკანსიას რუსთავში შემდეგ პოზიციებზე:

1. მაღაზიის მენეჯერი

ფუნქციები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.

2. კონსულტანტი

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის განთავსება მაღაზიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მონაწილეობის მიღება პროდუქციის მიღება, მარკირება, დახარისხება, დასაწყობებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი;
** ორგანიზებული, მოწესრიგებული;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@icr.ge 25 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი: კონსულტანტი რუსთავში ან მაღაზიის მენეჯერი რუსთავში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა