• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი - მცხეთა
დამსაქმებელი: Logistics Group
კატეგორია: ავტო–მოტო სერვისი,
ბოლო ვადა: 2018/08/18
მდებარეობა: მცხეთა
ნანახია: 965 -ჯერ

ვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 17 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი 
ანაზღაურება: 1200 ლარი (მომატების პერსპექტივით)
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ტრანსპორტით სამუშაო ადგილამდე მიყვანას)
კვება: კვება კომპანიის ხარჯზე

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი მარშრუტებით და პერიოდულობით დილერებთან მისვლა და დაკვეთების, შესაბამისი პროდუქტების დატოვება მათთვის;
** შესაბამისი დეპარტამენტის მიერ გამზადებული შეკვეთების ადგილზე მიტანა;
** თითოეული დილერის საჭიროებაზე დაკვირვება და შესაბამისი პროდუქტებით ბორტის დატვირთვა;
** დადგენილი მარშუტების გაუმჯობესებაზე იდეების და წინადადებების დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი 2 ღერძიანი ავტომობილის ქონა (3-დან 4 ტონამდე ტვირთამწეობით) - აუცილებელია;
** მართვის მოწმობა B კატეგორია - აუცილებელია;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.ge არაუგვიანეს 2018 წლის 18 აგვისტოსი. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასათვალისწინებელია: გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ კუთვნილი ავტომობილის მოდელი.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა