• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სხვადასხვა
დამსაქმებელი: სილამაზის სალონი
კატეგორია: სილამაზე/ესთეთიკური მედიცინა,
ბოლო ვადა: 2018/08/16
ნანახია: 1096 -ჯერ

სილამაზის სალონს ესაჭიროება:

1. სოციალური მედიის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური გვერდის მართვა;
** ორგანიზაციის ოფიციალური ვებ გვერდის ადმინისტრირება/განახლება;
** Facebook კამპანიის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული წერის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე, რუსული- წერის უნარი საშუალო დონეზე.
** უმაღლესი განათლება 
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ სამ წლიანი, ვებ ადმინისტრატორის მიმართულებით.
** გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა - Adobe Photoshop, Adobe Illustrator. 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები: 

** კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** მოტივაცია.

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიულ განვითარებას და სწავლის შესაძლებლობას;
** კომპეტენციაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: samer.k@kawamgroup.com 

განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.

2. მარკეტინგის და პიარ მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის ან/და მსგავსი სპეციალობის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან მუდმივი მუშაობა და მათი საჭიროებების დადგენა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ახალი კლიენტების მოძიება;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაზრის კვლევა, ბაზრის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე.
** კომპანიის ხელმძღვანელი პირისაგან დამატებითი დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინფორმაციის აღქმის და სწორად გადაცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თვითპრეზენტაციის უნარი;
** დაგეგმვის და სამუშაო დროს ოპტიმალური განაწილების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** სრულყოფილი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, თანდართულ ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტაზე: samer.k@kawamgroup.com

3. სილამაზის სალონის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს სილამაზის სალონის ეფექტურ მუშაობას და მაღალ სტანდარტს;
** წარმატებით უხელმძღვანელებს სალონის თანამშრომლებს და გადაანაწილებს მათ ფუნქციებს;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი შესაბამისი წესის დაცვით;
** ევალება ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ევალება მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი; 
** ევალება ობიექტის განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალონის ან მსგავსი ტიპის დაწესებულების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პერსონალის მართვის გამოცდილება;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: samer.k@kawamgroup.com

 

mer.k@kawamgroup.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 2018 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა