• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის FMG ოპერატორი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი (ROSHEN)
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2018/07/27
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 820 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს ბიდი კომპანი დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის ROSHEN-ის ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

 

კომპანია აცხადებს საწყობის (FMG) ოპერატორის  ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანის 7-ე მიკრ/რ-ნი, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია.

სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ, შაბათს 8:30-16:00 სთ.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
  • სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 1 წელი  (უპირატესობა მიენიჭება FMG -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
  • მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა;  
  • სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
  • საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
  • ანგარიშფაქტურების გამოწერა.
  • რეპორტების წარმოება.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

 

  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 27 ივლისის ჩათვლით.

 

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

 

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა