• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/06/19
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1278 -ჯერ
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის  ვაკანსიასთბილისში.
 
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, „ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა).
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მონაცემთა ბაზები-ს შექმნა, ანარსებულ ბაზაში ცვლილებების შეტანა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა ბაზების მმართველი სსისტემების (MS SQL, Oracle) დაინსტალირება, ანარსებული სისტემების გადაკონფიგურირება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • პროცედურის დაცვით მონაცემთა ბაზებზე და ბიზნეს სისტემებზე მომხმარებლების უფლებების მინიჭება, ცვლილება და გაუქმება;
  • ნებისმიერი მონაცემთა ბაზების ან ბიზნეს სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემის გარკვევა, გადაწყვეტილების ჩამოყალიბება და პრობლემის მოგვარება;
  • შესაბამისი ინსტრუქციების და დოკუმენტაციების არსებობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სავალდებულოა ანალოგიურ  პოზიციაზე მუშობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა შემდეგ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Microsoft SQL Server 2005/2008 and Oracle version 10g/11g databases;
  • სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@evex.ge.  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა