• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacacny@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცენტრალიზებული აფთიაქის მენეჯერი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/06/19
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1443 -ჯერ
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  ცენტრალიზებული აფთიაქის მენეჯერის ვაკანსიასთბილისში.
 
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, „ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი
სამუშაო გრაფიკი:  სრული
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების დასაწყობება და აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის პროცედურის დაცვა;
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი;
  • პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
 
მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამკურნალო საქმის მიმართულებით;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება აფთიაქის მენეჯერის, საწყობის გამგის ან მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია დიდ მოცულობის სამუშაოს მართვის გამოცდილება;
 
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტად აზროვნების უნარი;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: vacacny@evex.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ცენტრალიზებული აფთიაქის მენეჯერი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა