• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სასწავლო პროექტების მართვის სპეციალისტი ქუთაისში
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/06/19
მდებარეობა: ქუთაისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1313 -ჯერ
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს სასწავლო პროექტების მართვის სპეციალისტისვაკანსიას  ქუთაისში ევექსის სასწავლო ცენტრში.
 
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „Sunstone Medical”, “ტრავმატოლოგი“, „ჩემი კლინიკა).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ქუთაისი,   ევექსის სასწავლო ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სასწავლო პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა;
  • სასწავლო ცენტრის რეგიონალური პროექტებისმართვასა და განვითარებაში ჩართულობა;
  • სასწავლო გეგმის შემუშავება და სტანდარტიზაცია;
  • სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
  • რეგიონებში ხშირი მივლინებების განხორციელება სასწავლო პროექტებში ჩართულობის მიზნით;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია  სამკურნალო საქმის მიმართულებით;
  • სასურველიასამუშაო გამოცდილება ტრენინგების დაგეგემგვისა და ორგანიზების მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • სავალდებულოა ექსელის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური უნარები;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „სასწავლო პროექტების მართვის სპეციალისტი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა