• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბიზნეს პროცედურების დამუშავების სპეციალისტი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/06/19
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1283 -ჯერ
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს ბიზნეს პროცედურების დამუშავების სპეციალისტის(მეთოდოლოგიის სპეციალისტის) ვაკანსიას თბილისში.
 
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, „ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
ძირითადი მოვალეობები:
  • შიდა რეგულაციის სამუშაო ვერსიის მომზადება/დამუშავება;
  • სამუშაო ვერსიის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის სტრუქტურის შეფასება და კორექტირება, სტანდარტული ფორმატის დაცვით; 
  • საჭიროების შემთხვევაში აღწერილი ბიზნეს პროცესის დეტალების დაზუსტება პასუხისმგებელ ბიზნეს ანალიტიკოსთან/შიდა რეგულაციის მფლობელთან;
  • შიდა რეგულაციის შემუშავების დროს ბიზნეს ანალიტიკოსის მხარდაჭერა შიდა რეგულაციის დოკუმენტის შედგენაში:
  • შიდა რეგულაციის სამუშაო ვერსიის მომზადება შიდა სტანდარტების დაცვით; 
  • ბიზნეს ანალიტიკოსის ან/და შიდა რეგულაციის მფლობელის/დაკავშირებული პირების მხრიდან შიდა რეგულაციის შინაასთან დაკავშრირებული კომენტარების/კორექტირებების გათვალისწინება და ასახვა შიდა რეგულაციის სამუშაო ვერსიაში;
  • არსებული შიდა რეგულაციის ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების რეპორტის მომზადება;
  • შიდა რეგულაციის მომზადება დასამტკიცებლად:
  • შიდა რეგულაციის სამუშაო ვერსიის დასრულება, საბოლოო დოკუმენტის შედგენის წესების დაცვით;
  • ყველა დაკავშირებული მხარეებისგან საბოლოო დასტური მიღება, შეთანხმების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • დოკუმენტის მომზადება პროცედირების კომიტეტზე დასამტკიცებლად;
  • დამტკიცებულია შიდა რეგულაციის ადმინისტრირება:
  • შიდა რეგულაციის დამტკიცების ბრძანებების მომზადება;
  • ბრძანებების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • დამტკიცებულია შიდა რეგულაციის შესაბამის მონაცემნთა ბაზაში რეგისტრაცია და ატვირთვა;
  • ახალი შიდა რეგულაციის დამტკიცების თაობაზე წერილის მომზადება და გაგზავნა ყველა დაკავშიბულ მხარეებთან.
  • საჭიროების შემთხვევაში ბიზნეს პროცესის აღწერილობის მომზადება დიაგრამის სახით (Flow-Chart).
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პრიორიტეტულია უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალობით;
  • აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა.(ჯანდაცვის სფეროში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია MS Visio და MS Word   მაღალ დონეზე ფლობა;
დამატებითიმოთხოვნები;
  • ანალიტიკური და  შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • სწრაფად სწავლის და ათვისების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და მოქნილობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@evex.ge  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „ბიზნეს პროცედურების დამუშავების სპეციალისტი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა