• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/06/19
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1078 -ჯერ
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსისპოზიციაზე  თბილისში.
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, „ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
ძირითადიფუნქცია–მოვალეობები:
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, შეფასება და ანალიზი (რისკების და სისუტეების იდენტიფიცირება);
  • ბიზნეს პროცესის კონტროლის  მექანიზმების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის  შეფასება; 
  • ბიზნეს პროცესის აღწერილობის მომზადება დიაგრამის ან/და სტანდარტული ტექსტური ფორმის სახით;
  • ბიზნეს პროცესების მართვის გაუმჯოებესების  მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ახალი/განახლებული ბიზნეს პროცესების  მოდელირება;
  • ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან;
  • IT პროექტებში მონაწილეობის მიღება.
 
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: ადმინისტრირების, აუდიტის, მენეჯმენტის, ეკონომიკის  ან ფინანსების განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 6 თვისა (ჯანდაცვის სფეროში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება;
  • პროცედურების, დებულებების, ინსტრუქციების და ანალიტიკური ანგარიშგებების  მომზადების გამოცდილება;
  • IT პროექტების მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა;
  • MS Office საოფისე პროგრამების და მათ შორის MS Visio-ს ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
 
დამატებითიმოთხოვნები:
  • ანალიტიკური და  შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • სწრაფად სწავლის და ათვისების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და მოქნილობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@evex.ge  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა