• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული ურთიერთობების და ფრენშაიზინგის მიმართულების განვითარების მენეჯერი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/05/31
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1297 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კორპორატიული ურთიერთობების და ფრენშაიზინგის მიმართულების განვითარების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
 
მოვალეობა-ვალდებულებანი :
  • კომპანიის კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მონაცემთა ბაზის შექმნა-განვითარება;
  • დამკვეთის მოთხოვნების გამოვლენა/ფორმირება და შეთავაზებების  შექმნა-განვითარება;
  • ყველა საჭირო დუკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, კომერციული წინადადება, პრეზენტაცია, ტენდერი, აუქციონი...);
  • ინდივიდუალური წინადადებების მომზადება კომპანიებისთვის; 
  • გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება არსებულ პერსპექტიულ კლიენტებთან;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • საიმიჯო კომპანიების მოზიდვა;
  • კომპანიის კორპორატიული პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის მასშტაბით, კორპორატიულ სეგმენტზე სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა;
  • სახელმწიფო კონტრაქტებში/ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი მიმართულებების განვითარებაზე წინადადებების მომზადება;
  • მუდმივად ფრენშაიზის მიმღები სავაჭრო ობიექტების მოძიება;
  • ფრენშაიზის მიმართულების განვითარება;
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება(ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
  • მსგავს პოზიციზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2015 წლის 31 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ "კორპორატიული ურთიერთობების და ფრენშაიზინგის მიმართულების განვითარების მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა