• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი რუსთავში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: იურიდიული, საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/06/04
მდებარეობა: რუსთავი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1457 -ჯერ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე აღმოსავლეთ რეგიონში(რუსთავი).
 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 40 000 - ზე მეტ კლიენტას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 29 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მიმდინარე ხელშეკრულებების (საკრედიტო და სხვა ტიპის) მომზადება, გაფორმება და სისტემაციზაცია;
  • საკრედიტო განყოფილების სამართლებრივი უზრუნველყოფა, პრობლემურ მსესხებელებთან მუშაობაში უშუალოდ მონაწილების მიღება;
  • ვადაგადაცილებული სესხების კომიტეტის გადაწყვეტილებების აღსრულება ;
  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო და სააღსრულებო პროცესებზე და მისი ინტერესების დაცვა ყველა კატეგორიის საქმეებზე;
  • სამეწარმეო და საჯარო რეესტრებიდან კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო ამონაწერების მიღება, რეგისტრაციების უზრუნველყოფა და ამ რეგისტრაციისათვის ყველა აუცილებელი მოქმედების განხორციელება;
  • სხვადასხვა სახის წერილების, აქტების, საპრეტენზიო საჩივრების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება;
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საბანკო საფინანსო სფეროში იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სტაჟი;
  • ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
  • განსაკუთრებული ურთიერთპიროვნული უნარები და ანალიტიკური აზროვნება;
  • ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული;
  • გუნდის აქტიური წევრობა;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის განსაკუთრებული უნარები;
  • ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
  • ზომიერად თვითდაჯერებული;
  • ორგანიზებული;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული.
 
დაინტერესებულ პირებს 2015 წლის 04 ივნისის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge   (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა