• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგიონალური მენეჯერი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2015/05/31
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1228 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს რეგიონალური მენეჯერის  ვაკანტურ პოზიციაზე.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
მოვალეობები  :
  • სავაჭრო ობიექტების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;
  • სავაჭრო ობიექტებისთვის . მიცემული მითითებების შესრულების კონტროლი;
  • პროგრამული ფუნქციების დახვეწაზე მუშაობა და განხორციელებული ცვლილებების დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
  • სავაჭრო ობიექტებში სიახლეების განხორციელება ექსპერიმენტების სახით  და უკუკავშირის ანალიზი;
  • საორიენტაციო ტრენინგის ჩატარება მენეჯერულ პოზიციაზე მიღებული ახალი კადრისთვის  და მათი განვითარების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტის მენეჯერის წარდგენა თანამშრომლებისთვის და მისი ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა;
  • სავაჭრო ობიექტებიდან ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება საკადრო სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით;
  • სავაჭრო ობიექტების გადაბარებისას ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ობიექტებში სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები/მარკეტინგი)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა.
უნარები: 
  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზეvacancy@spar-geporgia.com 2015 წლის 31 მაისის  ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება“რეგიონის მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება. 
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა