• https://charte.ge/

ავტორი

ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი

mail: career@republic.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფილიალის მმართველი
დამსაქმებელი: ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/06/01
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1101 -ჯერ
ბანკი „რესპუბლიკა“  (ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“) აცხადებს  ვაკანსიას ფილიალის მმართველის თანამდებობაზე თბილისისსაფილიალო ქსელის მასშტაბით.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ფილიალის სამუშაო პროცესის წარმართვა;
  • საბანკო პროდუქტების კონტროლი (გარანტიები, სესხები, ანაბრები და ა.შ.);
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ბანკის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის  განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ფილიალის ბიუჯეტზე მუშაობა და მისი განხორციელება _ როგორც საშემოსავლო, ისე  გასავლის ნაწილის;
  • შიგა საკრედიტო კომიტეტების მართვა; 
  •  საკრედიტო რისკების შეფასება.
მოთხოვნები:
  • ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ბიზნესის  ადმინისტრირების/ეკონომიკის/საბანკო  საქმიანობის/აუდიტის/საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში;
  • საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, აქედან სულ ცოტა 2-წლიანი მუშაობის სტაჟი ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სრტუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე);
  • სავალდებულოა დაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის და ხელმძღვანელობის უნარი;
  • საბანკო პროდუქტების, მომსახურების და პროცედურების ცოდნა;
  • საბანკო აღრიცხვის სტანდარტები;
  • სასურველია ინგლისური ენის სრულად ფლობა;
  • MS საოფისე პროგრამების ბრწყინვალე ცოდნა; საბანკო პროგრამების ცოდნა
  • დაგეგმვის განსაკუთრებული უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი უნარი;
  • კონფლიქტების მოგვარების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნების გამორჩეული უნარი. 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე ელფოსტით შემდეგ მისამართზე: career@republic.ge არა უგვიანეს 2015  წლის 1 ივნისისა.
 
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  მეილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა