• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ნატალი ჯგუფი
კატეგორია: შესყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/06/21
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ასაკი: 25 - 30 წელი
ნანახია: 1326 -ჯერ
ნატალი  აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
 
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
 
ძირითადი პასუხისმგებლობა: იმპორტის პროცესის ორგანიზება და კონტროლი.
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
  • უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება;
  • შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • კორპორატიული კლიენტებისათვის შესყიდვებთან დაკავშირებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • იტალიური ენის ცოდნა სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint)
  • სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
 
დამატებითი მოთხოვნები:
  • ასაკი: 25-დან 30 წლამდე
  • საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, თანდართულ ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: natali.salons@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა