• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: ბიდი პლიუსი (Compact)
ბოლო ვადა: 2018/08/03
ნანახია: 769 -ჯერ

შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ, შაბათს 8:30-16:00 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე;
** აუცილებელია გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა; 
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკურ პროგრამაში მუშაობა;
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიტიკა/რეპორტინგი.

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@bdplus.ge. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. 

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა