• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სცენის ტექნიკოსი ურეკში
დამსაქმებელი: ქართუ ჯგუფი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება, ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2015/06/08
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1035 -ჯერ
სს „ქართუ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე საზაფხულო საკონცერტო დარბაზის სცენის ტექნიკოსის თანამდებობაზე.
 
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკი.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 4 (ოთხი).
კატეგორია: სცენა.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სცენის, კარკასების, მოაჯირების, ფარდების, იატაკის, და სხვა მექანიკური ნაწილების აწყობა დამდგმელი ინჟინერის ზედამხედველობის ქვეშ.
 
 
პროფესიული გამოცდილება:
  • დიდი შოუების და სატელევიზიო გადაცემების, სცენისა და გადასაღები მოედნების მოწყობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა.
 
ცოდნა, კვალიფიკაცია და განათლება:
  • საშუალო  ან პროფესიული განათლება.
 
ენების ცოდნა:
  • ინგლისური;
  • რუსული.
 
კომპიუტერული უნარების ცოდნა:
  • MS Office.
 
სამუშაო დანადგარები და მოწყობილობები:
  • Cyber Motion და Prolift ყველა ამწე მექანიზმები ფარდები და მათი მართვის სისტემები;
  • ალუმინის ფერმების კონსტრუქციები; 
  • განათებისა და გახმოვანების აპარატურა;
  • LED-ეკრანები;
  • სხვა სცენის გაფორმების აქსესუარები.
 
ანაზღაურება:  სამუშაო სტაჟისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.
 
განაცხადის შემოტანა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@cartugroup.com   განაცხადების მიღების საბოლოო თარიღია 2015 წლის, 8 ივნისი.
სატელეფონო ზარები არ მიიღება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
 
ელ. ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაშ თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა