• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
LED ეკრანების და სერვერის ოპერატორი ურეკში
დამსაქმებელი: ქართუ ჯგუფი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2015/06/08
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 1207 -ჯერ
სს „ქართუ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე საზაფხულო საკონცერტო დარბაზის LED ეკრანების და სერვერის ოპერატორის თანამდებობაზე.
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკი.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1 (ერთი).
კატეგორია: LED ეკრანები.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სცენაზე განლაგებული LED-ეკრანებზე საჩვენებელი გამოსახულების მართვა და ვიდეოკონტენტის შექმნა.
 
პროფესიული გამოცდილება:
  • დიდი შოუებისა და სატელევიზიო გადაცემების რეჟისორის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა.
 
ცოდნა, კვალიფიკაცია და განათლება:
  • უმაღლესი ტენიკური განათლება;
  • IT ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სატელევიზიო და აუდიო ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ვიდეო მიქშირების და ვიდეო შემადგენლობის ცოდნა. 
  • სერტიფიცირებული პროფესიონალი ვიდეო ინჟინერის კვალიფიკაცია;
  • გამოცდილი IT ინჟინერის კვალიფიკაცია.
 
ენების ცოდნა:
  • ინგლისური;
  • რუსული.
 
კომპიუტერული უნარების ცოდნა:
  • სხვადასხვა მათ.უზრუნველყოფის ინსტალირება;
  • კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება და კონფიგურირება.
 
სამუშაო დანადგარები და მოწყობილობები:
  • Coolux Pandora.
 
ანაზღაურება:  სამუშაო სტაჟისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.
 
განაცხადის შემოტანა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@cartugroup.com   განაცხადების მიღების საბოლოო თარიღია 2015 წლის, 8 ივნისი.
სატელეფონო ზარები არ მიიღება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა