• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე - რუსთავი
დამსაქმებელი: ჯიბე cash & carry
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/07/21
მდებარეობა: რუსთავი
ნანახია: 726 -ჯერ

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც. 

ვაკანსიის დასახელება: მოლარე
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა
** სალარო აპარატის გამართულობის უზრუნველყოფა
** ფულის დაცულობის უზრუნველყოფა
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა და აღრიცხვა
** მაღაზიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მათემატიკური უნარები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა