• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქსელის მენეჯერი
დამსაქმებელი: კოფისტა
კატეგორია: TOP მენეჯმენტი, ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2018/07/08
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1219 -ჯერ

Coffee Shop-ების ქსელი "Coffeesta" (https://www.facebook.com/coffeestaGeo/) აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "კოფისტა" 2015 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე, ფლობს 6 ობიექტს თბილისის ცენტრალურ ნაწილსა და სავაჭრო ცენტრებში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ცივი და ცხელი სასმელების რეალიზაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის განხრით
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Food Service-ის მიმართულებით 
** პერსონალის მართვის გამოცდილება 
** მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა
** სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის და სტანდარტების ცოდნა
** ფინანსური, საბუღალტრო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის ცოდნა
** საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** შრომისუნარიოანობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ლიდერობა სასურველია იყოს თანდაყოლილი თვისებები.

მოვალეობები: 

** ქსელში შემავალი 6 ობიექტის ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ობიექტების მენეჯერების კოორდინაცია და მართვა
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მართვა
** ქსელის არსებული სტანდარტების დაცვის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა 
** არსებული სამოტივაციო და საბონუსე სისტემების ადმინისტრირება
** გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების განხორციელება
** გაყიდვების გეგმების მომზადებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
** ასორტიმენტის მართვა და ახალი პროდუქტების და ახალი აქციების შექმნა
** ობიექტების მარაგების დაგეგმარებაში და პროგნოზირებაში მონაწილეობა
** ლოჯისტიკის და მომარაგების სამსახურის კოორდინაცია
** ტექნიკური სამსახურის კოორდინაცია
** პლანოგრამების შემუშავება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების განახლება 
** მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება
** მომხმარებელთან უკუკავშირის აწყობა და მასზე რეაგირება
** ინტერიერის და ექსტერიერის ვიზუალური მხარის კონტროლი
** სეს-ის სტანდარტების მიხედვით ობიექტების მართვის და კონტროლი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobsin.geo@gmail.com 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 8 ივლისი, 2018 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა