• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
Jim Beam-ის ბრენდ მენეჯერი
დამსაქმებელი: კანტი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/07/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 804 -ჯერ

შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას "Jim Beam"-ის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.kanti.ge 

მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი;
** ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** წლიური მარკეტინგული გეგმის შედგენა და კონტროლი ბრენდების მიხედვით;
** ხარისხიანი ელექტრონული პრეზენტაციების შექმნა;
** სარეკლამო მასალებისა და აქტივობებისთვის კონცეფციის შემუშავება;
** P&L ანგარიშის მომზადება;
** განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი, ეფექტურობის ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** შესაძლებელია ხანგრძლივი მივლინებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, წერა);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება - მარკეტინგის სფეროში;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** კანდიდატი აუცილებლად უნდა აღიქვამდეს ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებსა და ტრენდს;
** MS Power Point-ისა და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** P&L ანგარიშის მომზადების/ანალიზის ცოდნა/გამოცდილება;
** გამოცდილება Digital Marketing-ში;
** გამოცდილება FMCG სფეროში და Trade Marketing-ში (სასურველია);
** ფართო აუდიტორიაში პრეზენტაციების და ტრეინინგების ჩატარების უნარი/გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** საწყისი ანაზღაურება: 1000 - 2500 ლარამდე (კვალიფიკაციის შესაბამისად).

მოსამზადებელი პრეზენტაცია:

პირველი გვერდი: 

როგორ აღიქვამს ТМ Jim Beam-ს ადგილობრივი ბაზარი? წარმოიდგინე რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა სავაჭრო მარკა არის მამრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მისი ყველა პოტენციური თუ არსებული მომხმარებელი - მდედრობითი. ამ პერსპექტივიდან (როგორც ქალი - კაცს) როგორ აღიქვამს ადგილობრივი ბაზარი:

1. Jim Beam-ს;
2. Jack Daniel`s-ს;
3. Jameson-ს;

მეორე გვერდი: 

ვისკების თაროზე სად მოახდენდით TM Jim Beam-ის განთავსებას, რომელი სავაჭრო მარკის გვერდით და რატომ. რა ფასად გაყიდით და რატომ. მოსაზრებები მოგვწერეთ სამივე ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმატის მარკეტის შემთხვევაში:

1. ჰიპერმარკეტი - მაგ. "Carrefour"-ი;
2. სუპერმარკეტი - მაგ. "ორი ნაბიჯი";
3. უბნის ინდ. მაღაზია.

მესამე-მეოთხე გვერდი: 

რა მარკეტინგულ აქტივობებს დაგეგმავდი, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, "Jim Beam"-თან მიმართებაში, ადგილობრივ ბაზარზე (აქტივობების მიზანია: სავაჭრო მარკის ცნობადობის გაზრდა, იმიჯის ფორმირება და ლოიალობის გაზრდა - არსებულ მომხმარებელთან მიმართებაში):

მესამე გვერდი (ჯამური წლიური ბიუჯეტი 25 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით):

** აქტივობები On Trade ობიექტებზე;
** აქტივობები Off Trade ობიექტებზე;
** აქტივობები Digital ტექნოლოგიების გამოყენებით;

მეოთხე გვერდი (ჯამური წლიური ბიუჯეტი 250 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით):

** აქტივობები On Trade ობიექტებზე;
** აქტივობები Off Trade ობიექტებზე;
** აქტივობები Digital ტექნოლოგიების გამოყენებით;

მეხუთე გვერდი: 

27 აპრილს, ვაგონშემკეთებელ ქარხანაში შედგა ელექტრონული მუსიკის ღონისძიება, სადაც headliner-ი იყო Boris Brejcha; ღონისძიებას დაესწრო 4 000 სტუმარი. რა სახის აქტივობას დაგეგმავდით 5 000 ლარის ბიუჯეტის ფარგლებში?

მეექვსე გვერდი: თავისუფალი თემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმესთან (CV) ერთად, MS Power Point-ში უნდა მოამზადონ და გადმოაგზავნონ 6 გვერდიანი პრეზენტაცია, ელ.ფოსტაზე: hr2018@kanti.ge

ელფოსტის გამოგზავნისას, გთხოვთ სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითოთ თქვენი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2018 წელი. 

გთხოვთ, ნუ დაელოდებით Deadline-ს, განაცხადების განხილვა და საინტერესო აპლიკანტების ინტერვიუზე მოწვევა მოხდება ყოველდღიურად.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა