• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
FMG ოპერატორი
დამსაქმებელი: ბიდი პლიუსი (Compact)
ბოლო ვადა: 2018/07/19
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 826 -ჯერ

შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანია ოფიციალურ, ექსკლუზიურ პარტნიორს შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით). კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთისა და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს საწყობის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანის 7-ე მ/რ-ნი, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია. 
სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ, შაბათს 8:30-16:00 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 1 წელი (უპირატესობა მიენიჭება FMG -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
** მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა; 
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
** საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
** ანგარიშფაქტურების გამოწერა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე
** მათემატიკური აზროვნების უნარით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. 

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა