• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: დეტი
ბოლო ვადა: 2018/06/30
ნანახია: 737 -ჯერ

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოში ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: სასტუმროების ქსელი "რედისონი", სილქნეტების გაერთიანება, "ჯეოსელი " და ა.შ. "დეტი" უსაფრთხოების სფეროში ერთ - ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად დასაქმებულია 500 -ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" აცხადებს კონკურსს იურისტის პოზიციაზე!

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 -18:00 
ხელფასი: 1100 ლარი

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია კომპანიაში იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

მთავარი მოვალეობები: 

** სხვადასხვა ხელშეკრულებების და დოკუმენტების მომზადება;
** სხვადასხვა თემატური საკითხების და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა და ანალიზი; 
** იურიდიული დოკუმენტების ანალიზი;

სავალდებულო პიროვნული უნარ-ჩვევები: 

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "იურისტი" და თქვენი სახელი, გვარი.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით! 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა