• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ექაუნთ მენეჯერი
დამსაქმებელი: Korter
კატეგორია: TOP მენეჯმენტი, ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2018/06/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 835 -ჯერ

კომპანია ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია: ექაუნთ მენეჯერი (კლიენტთა მომსახურების მენეჯერი)
ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: მარკეტინგი და რეკლამა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შესაძლებლობების და მომსახურების სრულფასოვანი ცოდნა
** კლიენტებისგან პირველადი მოთხოვნის/ბრიფის მიღება და ოპერატიული რეაგირება
** კლიენტების მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება
** პრეზენტაციის/სარეკლამო გეგმის მომზადება და კლიენტთან წარდგენა/პრეზენტაცია
** პროექტში ჩართულ პირებთან/გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის სტატუსის მართვის მიზნით
** მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცესის და პროცედურის შესრულება
** ყოველკვირეული ანგარიშების და პროექტების სტატუსების მომზადება ხელმძღვანელობისთვის

მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი (სასურველია მარკეტინგის განხრით)
** სასურველია სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** ძლიერი საპრეზენტაციო და მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები
** კარგი საორგანიზაციო და დროის მენეჯმენტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

განაცხადის მიღების პროცედურები:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: sendcvtousnow@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 ივნისი, 2018.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა