• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვისის ადმინისტრატორი მარტვილში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/05/29
მდებარეობა: მარტვილი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1306 -ჯერ
დამსაქმებელი:შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
თანამდებობა:სერვისის ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი:  მარტვილი
 
 
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” (კრედო) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
კრედო აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის თანამდებობებზე მარტვილის ფილიალისთვის.
  • საუკეთესო წამახალისებელ სქემებს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრეინინგები.
  • განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას
სერვისის ადმინისტრატორის ძირითადი პასუხისმგებლობა:
 
  • მისალმება კლიენტის ფილიალში შესვლისთანავე; 
  • დახმარების გაწევის შეთავაზება პასუხისმგებლობის ფარგლებში; 
  • სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში, მომხმარებლების სწორი განაწილებითა და სესხის ოფიცრების მიერ დროული მომსახურების გაწევით;
  • მომხმარებელთა რიგითობის დაცვა ფილიალის მიმღებში 
  • კლიენტების, პოტენციური კლიენტების, მათი ოჯახის წევრებისა და გარანტორების შემოწმება სხვადასხვა ბაზებში;
  • სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით დახმარების გაწევა;
  • ფილიალის ადმინისტრატორის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
აუცილებელი მოთხოვნები:
  • ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
  • ხალხზე ორიენტირებული პიროვნება; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კორეკტულობის მაღალი დონე; 
  • გუდში ნაყოფიერი მუშაობის უნარი და სურვილი;  
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • აქტიური და ყურადღებიანი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 29 მაისი.
 
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა