• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ელექტრიკოსი
დამსაქმებელი: ინსტა
ბოლო ვადა: 2018/07/15
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 803 -ჯერ

“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 19 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება.

ჩვენი ერთ ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულება ელექტრო სამონტაჟო საქმიანობაა. რომელიც მოიცავს როგორც სუსტ დენს (ქსელები) ასევე დაბალ და საშუალო ძაბვაზე (35კვ-მდე) მუშაობას. სწორედ ამ მიმართულებისთვის ვეძებთ ახალ თანამშრომელს ელექტრიკოსის პოზიციაზე.

 

პოზიციის ზოგადი აღწერილობა:

საცხოვრებელ ბინებსა და სამრეწველო-საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებში ელექტროსამონტაჟო და  საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ელექტროსამონტაჟო და მასთან დაკავშირებული მექანიკური სამუშაოების შესრულება;
  • ობიექტზე კაბელური ქსელებისა და ინფრასტრუქტურის მონტაჟი/დემონტაჟი, შესაბამისი ნახაზების გამოყენებით;
  • ტრანსფორმატორების, დიზელ-გენერატორების, სტაბილიზატორების, უწყვეტი კვების ბლოკების და სხვა კვების წყაროების მონტაჟი/დემონტაჟი;
  • ელექტრული კარადების მონტაჟი სხვადასხვა ძაბვისა და დენების ნომინალზე შესაბამისი დაშვების მიხედვით;
  • განათებისა და ძალური ქსელების მონტაჟი;
  • ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • პროფესიული ტექნიკური განათლება ელექტროობის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო მემონტაჟის პოზიციაზე;
  • სამუშაო იარაღების დანიშნულებების ცოდნა;
  • უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • ელექტრო სიმბოლოების ცოდნა და შესაბამისი ელექტრო ნახაზების კითხვა;

 

უნარები:

 

  • როგორც დამოუკიდებლად და ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

რას გთავაზობთ ჩვენ?

 

  • კორპორატიულ დაზღვევას
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ერთ დიდ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა  2018 წლის 30 ივნისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა