• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საზაფხულო დასაქმების პროგრამა
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/05/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1746 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  უმცროსი ანალიტიკოსის  ვაკანსიას საზაფხულო პროექტის ფარგლებში
 
 
 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, “ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
სამუშაოს ხანგრძლივობა: 3 თვე
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის დებიტორების ბაზასთან მუშაობა ექსელში;
  • თითოეული დებიტორის ისტორიის აღდგენა, შესაბამის ბაზაში შეყვანა და საბოლოო ნაშთების გამოყვანა;
  • საიდენთიფიკაციო მაჩვენებლის მიხედვით დებიტორთა იდენტიფიცირება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის  ადმინისტრირება.
 
მოთხოვნები:
  • არასრული უმაღლესი განათლება, შესაძლებელია მე-2,  მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები ( პრიორიტეტულია მენეჯმენტის, ეკონომიკის, ფინანსური ან  საბუღალტრო სპეციალობით) ;
  • სასურველი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
 
დამატებითი მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge.  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „უმცროსი ანალიტიკოსი-საზაფხულო დასაქმება“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 მაისი, 2015
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა