• https://charte.ge/

ავტორი

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

mail: vacancy@heidelbergcement.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცემენტის შემფუთველ-ოპერატორი - რუსთავი
დამსაქმებელი: ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
ბოლო ვადა: 2018/06/15
მდებარეობა: რუსთავი
ნანახია: 1350 -ჯერ

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ცემენტის შემფუთველ-ოპერატორის თანამდებობაზე ცემენტის ქარხანაში რუსთავში.

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში. 

ძირითადი მოვალეობები:

** შესაფუთი ტომრების ხარისხის შემოწმება;
** ტომრების მომზადება ცემენტის შესაფუთად;
** ტომრის შევსების გაკონტროლება შესაბამის წონამდე;
** ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება და ხელმძღვანელობის ინფორმირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად ძლიერი და ჯანმრთელი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხიმგებლობის გრძნობა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@heidelbergcement.geარაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისისა.

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში და გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ სრულყოფილად შევსებული ოფიციალური სააპლიკაციო ფორმა განიხილება. 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა