• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგიონული უშიშროების მენეჯერი ახალციხეში
დამსაქმებელი: ვეზირი
კატეგორია: უსაფრთხოება/დაცვა,
ბოლო ვადა: 2015/05/28
მდებარეობა: ახალციხე
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1746 -ჯერ
შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას რეგიონული უშიშროების მენეჯერის (RSM) თანამდებობაზე ახალციხეში.
 
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი
 
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 15/07/2015
 
თანამდებობის ზოგადი მიზანია: მოქმედების არეალში განთავსებული დამკვეთის (Bechtel ENKA) აქტივების რისკების პრევენციის სერვისის მართვა
 
ფუნქცია-მოვალეობები
 
რისკების პრევენციის სერვისის პერსონალის (პირადი შემადგენლობის) მართვა, რაც ძირითადად გულისხმობს:
  • პირადი შემადგენლობის შემსრულებლობის დონისა და მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მაღალი სტანდარების უზრუნველყოფას;
  • თანამშრომელთა (რისკების პრევენციის ოფიცერთა) პროფესიული ცოდნისა და სამსახურებრივი უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფას დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებთან; 
  • პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგის უზრუნველყოფას;
  • სამსახურებრივი დოკუმენტაციის დადგენილი წესების შესაბამისად წარმოებაზე კონტროლის უზრუნველყოფას;
  • პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფას (როგორც კომპანიაში, ასევე დამკვეთის მიერ დანერგილი სტანდარტების შესაბამისად)
  • თანამშრომელთა მიერ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივი გამტკიცების უზრუნველყოფას;
  • თანამშრომელთა შორის შიდა სამსახურეობრივი დისციპლინის განმტკიცების უზრუნველყოფას დაწესებული სტანდარტების შესაბამისად;
  • პერსონალის მიერ დამტკიცებული უნიფორმების სათანადოდ და სტანდარტებთან შესაბამისად გამოყენების უზრუნველყოფას;
  • ადგილებზე სერვისის მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფას (ცვლებში თანამშრომელთა გადანაწილება, გრაფიკების შედგენა, ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება და ა.შ.)
  • მოქმედების არეალში დამკვეთის ობიექტებზე დამონტაჟებული დაცვის ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობაზე კონტროლი, ხარვეზებზე დროული და ადექვატური რეაგირება;
  • ღია, კანონიერი წყაროებით ინფორმაციის მოპოვების გზით, მოქმედების არეალში არსებულ ვითარებაზე დაკვირვება (კრიმინალური, სოციალური, ეკონომიკური, და ა.შ.) იმ პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დამკვეთის აქტივობას რეგიონში;
  • რეგიონებში მდებარე დამკვეთის ობიექტებთან მიმართებაში უშიშროების თვალსაზრისით არსებული რისკების განსაზღვრა, მათი შეფასება, ანალიზი და შემამსუბუქებელი ღონისძიებების დაგაგმვა (ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით), განხორციელება და კონტროლი;
  • ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით, სამსახურებრივი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება/განვითარება ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა (SPPD) და სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს მილსადენების დაცვის ადგილობრივი  ქვედანაყოფების (STF) ხელმძღვანელებთან, ასევე,  საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების ქვედანაყოფებთან (სახანძრო, სასწრაფო და ა.შ.);
  • რისკების პრევენციის სერვისის დამკვეთის ოპერაციების სპეციფიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, რეგულარული სამსახურეობრივი ურთიერთობების დამყარება/განვითარება დამკვეთის ობიექტების ხელმძღვანელებთან, დარგობრივ წარმომადგენლებთან (უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, და ა.შ.) ტექნიკურ პერსონალთან და სხვა პირებთან;
  • საჭიროებისამებრ და ხელმძღვანელობის დავალების შესაბამისად, მოქმედების არეალში განთავსებულ დროებითი საგუშაგოების მუშაობის მონიტორინგი და მართვა;
  • საგანგებო ვითარებაზე დროული და ადეკვატური რეაგირება;
  • საჭიროებისამებრ და ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • კანდიდატი უნდა იყოს ადგილობრივი, ახალციხის რეგიონში მცხოვრები
  • განათლება: უმაღლესი (პროფესია შეუზღუდავია);
  • ქართული ენის გამართულად ფლობა, როგორც სასაუბრო ისე წერითი;
  • საოფისე პროგრამების – MS Office applications –გამართული ცოდნა, ინტერნეტით მსგავს სფეროში (დაცვის სამსახურში, ძალოვან სტრუქტურაში და ა.შ) მუშაობის გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 დაქვემდებარებული მართვას გამოცდილება.  
  • მართვის მოწმობა, მინიმუმ B კატეგორია;
  • 4*4 ავტომანქანის მართვის გამოცდილება;
 
უპირატესობად ჩაითლება:
  • SCPX_ის პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებულ დასახლებაში ცხოვრება;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
  • რუსული ან/და ინგლისური ან/და თურქული ენის ფლობა
  • სწავლება/ტრენინგი რისკების შეფასებასა და მართვაში
 
საჭირო უნარ-ჩვევები
  • ხელმძღვანელის/ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი უნარი და გამორჩეული ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • დაკვირვების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოვლენათა მრავალმხრივი ხედვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და სურვილი;
  • შემდგომი თვითგანვითარების სურვილი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის მართვის უნარი;
  • სამსახურებრივი დოკუმენტაციის გამართულად წარმოების უნარი;
  • სხვა დეპარტამენტებთან ჯანსაღი კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი. 
 
სამუშაო პირობები
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა (საოჯახო პაკეტი, საფასურს სრულად ფარავს კომპანია)
  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, არაუმეტეს 40საათისა კვირაში
  • სამუშაო ადგილი: ახალციხე, სოფელი ვალე, Bechtel Enka_ის ობიექტი AREA 81
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ხელშეკრულება გახანგრძლივდება და ძალაში იქნება პროექტის ბოლომდე. (პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი - 2018 წლის მარტი) 
 
მინიმალური ასაკი: შეუზღუდავი (შრომის კოდექსით დადგენილი - 16 წელი)
 
RSM_ს საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები:
 
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად RSM  არ შეიძლება იყოს: 
  • განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
  • ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას)
  • პირი რომელიც სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში დასაქმების უფლება და სხვა.
 
კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად,  კანდიდატი არ შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი;
 
დასაქმებულის უფლებები: 
 
შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. ტოლფასი სამუშაოს შემთხვევაში როგორც ქალი, ასევე მამაკაცი 
თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანაბარი ოდენობის  ანაზღაურებით . თანამშრომელი თავისუფალია  შექმნას დასაქმებულთა გაერთიანება ან გაწევრიანდეს მსგავსს გაერთიანებებში. მოითხოვოს დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების პროცესის ორგანიზება.  
 
დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
 
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, შეავსეთ კომპანიის სააპლიკაციო ფორმა და 
 
გამოგზავნეთ ელ. ფოსტის საშუალებით vacancy@veziri.net ან წარმოადგინეთ შპს ვეზირის სათაო ოფისში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ.  ან  
 
ფორმები ხელმისაწვდომია :
  • გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე ვაკანსიის ტექსტთან ერთად. 
  • შპს ვეზირის სათაო ოფისში; 
 
საბუთების ჩაბარებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში  დაუკავშირდით შპს ვეზირის კადრების სამსახურს ტელ: (+995 32)2 251614 შიდა 177, ან (+995 598) 98 88 87 
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა:  28/05/2015 (ორი კვირა)
 
კონკურსის პირობები:
 
სააპლიკაციო ფორმის ჩაბარება არ გულისხმობს დასაქმების გარანტიას,  კანდიდატების შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რამდენიმე ეტაპად. 
 
კონკურის  შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატი გაივლის:
  • სამედიცინო შემოწმებას (medical screening)
  • უშიშროების მხრივ შემოწმებას (წარსულში სამართალდარღვევის არარსებობის შესახებ) (security screening)
  • ავტომანქანის უსაფრთხოთ მართვის შემოწმებას, რათა აიღოს მართვის ნებართვა (კომპანიის მიერ კვალიფიცირებული, სპეციალური კომპეტენტური ორგანოს მიერ)
 
ამ პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი წარმოადგენს შემდეგ სავალდებულო საბუთებს:
  • დიპლომის ასლი(არსებობის შემთხვევაში)
  • სერთიფიკატების ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ; (უფასოა)
  • ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან- (ფასიანია)
  • ჯანმრთელობის ცნობა;  (ფასიანია)
  • ცნობა ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან;  (ფასიანია)
 
დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ მასთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება და დაენიშნება  4 დღიანი მოსამზადებელი ტრენინგი.
 
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა