• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დიზაინერი
დამსაქმებელი: სუფთა სამყარო
კატეგორია: კრეატივი/დიზაინი,
ბოლო ვადა: 2015/06/13
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1377 -ჯერ
"სუფთა სამყარო" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.
 
სამუშაოს აღწერა:
  • კომპანიის არსებულ ბრენდ-სტილში, სხვადასხვა სახის სარეკლამო საშუალებების (პოლიგრაფიული და 3D) დიზაინის  შექმნა.   
  • თვეში არაუმეტეს 3 სახის დიზაინის შექმნა.  
 
აუცილებელი მოთხოვნები:
  • დიზაინერის პროფილით  მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო ან/და ინდივიდუალური გამოცდილება. 
  • პიროვნული უნარ-ჩვევები
  • ფოტოგრაფიული ხედვა
  • შემოქმედებითი აზროვნება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სილამაზის აღქმის უნარ-ჩვევა
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
 
ინფორმაცია სამუშაო გრაფიკისა და შრომის ანაზღაურების შესახებ.
 
ძირითადი ვადლებულება:
  • ყოველი თვის განმავლობაში შექმნას და დაამზადოს არაუმეტეს 3 სხვადასხვა სახის სარეკლამო საშუალება.
 
სამუშაო გრაფიკი:
თავისუფალი, რომელიც არ საჭიროებს ყოველდღიურ გამოცხადებას სამსახურში. 
ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ხელზე 200 ლარის ოდენობით.
შესაძლებელია დასახელებული სამუშაოების გარდა, მიეცეს დამატებითი სამუშაოები, რაზეც შეთანხმების საფუძველზე, ბონუსების სახით ანაზღაურებული იქნება დამატებითი ხელფასი. 
შერჩეულ პრეტენდენტს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება ერთ თვიანი საგამოცდო ვადთ, ხოლო მისი გასვლის შემდგომ 2016 წლის 1 იანვრამდე. 
შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, დაქირავებულის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ყოველი თვის 15 რიცხვში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
პრეტენდენტმა, CV-თან ერთად, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ნიმუშის სახით უნდა გამოაგზავნოს საკუთარი შექმნილი მინიმუმ 2 სარეკლამო საშუალება. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე: hr.cleanworld@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი მონაცემები).
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა