• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
SME სესხის ოფიცერი სენაკში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/05/27
მდებარეობა: სენაკი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1038 -ჯერ
დამსაქმებელი:შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”
თანამდებობა:მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) კლიენტების სესხის ოფიცერი 
სამუშაო ადგილი:სენაკი
 
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
 
ჩვენ გთავაზობთ
  • საუკეთესო წამახალისებელ სქემებს:
    • ჯანმრთელობის დაზღვევა;
    • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
    • საპენსიო დაზღვევა;
    • პროფესიული ტრეინინგები.
  • განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ავტომობილის არ ყოლის შემთხვევაში უპროცენტო სესხს მის შესაძენად. 
 
 
თანამდებობის მიზანი: 
 
ამ პოზიციის მთავარი მიზანია მოემსახუროს მცირე და საშუალო  ბიზნესის მქონე  მომხმარებლებს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”-ს (კრედო) საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად. 
 
ზოგადი:
  • კრედოს ფილოსოფიის და მიზნების აღქმა და გათავისება. 
  • ხელმძღვანელის  მიერ  დასახული მიზნების შესასრულებლად, საკუთარი უნარებისა და ძალისმევის  სრული რეალიზაცია სამუშაოს შესრულება, კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.
 
 
ძირითადი პასუხისმგებლობა: 
 
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერს ევალება: 
  • კლიენტების მოზიდვა;  
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება; 
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევას ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;  
  • სესხის გაცემა; 
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; 
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა
  • მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით 
  • საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში 
 
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
 
(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.)   
 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ფინანსური უწყისების შედგენის და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების  უნარი;
  • კომპიუტერული უნარ ჩვევები ( სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;  
  • ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/განყოფილება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
 
განცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 27 მაისი
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა