• https://charte.ge/

ავტორი

ევროპის აკადემიური ცენტრი

tel: (+995 32)2147270
mail: info@pdcgeo.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები
დამსაქმებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
ბოლო ვადა: 2014/10/01
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 421 -ჯერ
კურსის დასახელება: ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები
 
 1.საბუღალტრო და საგადასახადო საქმე + ორისი (პირველი დონე დამწყებთათვის).
 
ეს არის კომბინირებული კურსი დამწყები ბუღალტრისთვის (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პროფესიის ან განათლების მქონე პირია მსურველი, უმთავრესია სურვილი ამ მეტად მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად).
 
პროგრამის ფარგლებში შეისწავლება:
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
  • სსკ გადასახადები;
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა ორისი.
 
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს: 
  • თეორია + პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
 
ხანგრძლივობა: სამი თვე, კვირაში 3-ჯერ, 2 სთ. ლექციები.
 
კურსის მთლიანი ღირებულება 500 ლარი.
 
მონაწილეებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა.
ცოდნის შეფასება მოხდება  ტესტირების გზით. მიღებული შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.
 
 მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა:
 
 2.პრაქტიკული ბუღალტერია (სფერო: მომსახურება, რეალიზაცია) (მეორე დონე).
 
პროგრამა შემუშავებულია პარტნიორი აუდიტორული კომპანია "ბიზნეს სააგენტო-ს" პრაქტიკის ბაზაზე (სრულდება 2 წლის საბუღალტრო აღრიცხვის ციკლი /გატარებები, ყოვეთვიური დეკლარაციები, დღგ, ქონების და მოგების დეკლარაცია, პრაქტიკულად მუშაობა ელექტრონულ ზედნადებებთან და ფაქტურასთან), 2 წლის სრული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა Oris და Rs.ge-ში.
 
ეს დაგროვილი პრაქტიკა და გამოცდილება ცალსახად ზრდის დამწყები ან კვალიფიკაცია ამაღლებული ბუღალტრის დასაქმების პერსპექტივას!
 
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს: 
  • პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
 
ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში 2-ჯერ, 2 სთ. ლექციები.
 
კურსის მთლიანი ღირებულება: 350 ლარი.
 
მონაწილეებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა.
მიღებული ცოდნის შეფასება მოხდება  ტესტირების გზით. გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.
 
რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა:
 
 3.მთავარი ბუღალტრის სასერტიფიკატო პროგრამა.
 
კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს თავიანთ ორგანიზაციაში ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმატებით განხორციელებაში. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვთ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და სურს მიენიჭოს მთავარი ბუღალტრის კვალიფიკაცია.
 
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  •  საგადასახადო კოდექსი;
  • ბიზნეს/სამეწარმეო სამართალი;
  • თანამედროვე ფინანსები.
 
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს: 
  • თეორია + პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
 
სწავლების ხანგრძლივობა: 11 კვირა.
სასწავლო დატვირთვა: 79 საათი.
კურსის ღირებულებაა 900  ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
 
კურსის ბოლოს გაიცემა მთავარი ბუღალტრის სასერტიფიკატო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა:
 
 4.„1C-ბუღალტერია“  მთლიანად მოიცავს ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ოპერაციების ასახვასა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. მისი საშუალებით ყველაზე რთული გატარებები მარტივად და გასაგებად სრულდება. 
 
„1C-ბუღალტერია“  არის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, ბევრი ორგანიზაცია იწვევს კადრებს რომლებიც ფლობენ „1C-ბუღალტერია -ს.“
თითოეული ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული მასალის მიწოდება და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება.
 
სასწავლო კურსი მოიცავს:
  • პროგრამასთან მუშაობის დაწყება, საწყისი მონაცემების დაფიქსირება და ფასწარმოქმნა;
  • დოკუმენტების აღწერა და შესყიდვების მართვა;
  • საწყისი ნაშთების დასმა, გაყიდვების მართვა და სასაწყობე ოპერაციები;
  • სალაროს ოპერაციები;
  • საბანკო ოპერაციები;
  • ძირითადი საშუალებები;
  • არამატერიალური აქტივები;
  • ხელფასები;
  • წარმოება;
  • თვის დახურვა და ანგარიშგებების განხილვა ;
  • გავლილი მასალის შეჯამება;
  • ადმინისტრირება .
კურსის ხანგძლივობა: 10 გაკვეთილი
კურსის ღირებულება: 300 ლარი
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია
 
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა:
 
ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
 
ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32)2147270;  2 238234;  2 332419; (+995 599)334700 
 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, (+995 598)802227 
 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, (+995 568)743737 
 
 
 
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.pdcgeo.ge
 
სიახლეები იხილეთ: http://www.facebook.com/pdceuropean
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა