• https://charte.ge/

ავტორი

ევროპის აკადემიური ცენტრი

tel: (+995 32)2147270

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბიზნეს კურსებზე, საბანკო საქმე, სახელმწიფო შესყიდვები, საგადასახადო კოდექსი
დამსაქმებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
ბოლო ვადა: 2014/10/01
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 398 -ჯერ
ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს მიღებას ბიზნესკურსებზე, საბანკო საქმე, სახელმწიფო შესყიდვები, საგადასახადო კოდექსი.
 
 1.საბანკო საქმე + სტაჟირება ბანკში
 
სასწავლო ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაზარდოს დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში.
 
გარდა ძირითადი კურსისა, თქვენ ჩაგიტარდებათ დამატებით მასტერკლასები საქართველოს საბანკო სექტორიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტებისაგან.
 
საბანკო საქმის შემსწავლელი პროგრამა მოიცავს:
  • საქართველოს თანამედროვე საბანკო-საკრედიტო სისტემა;
  • ცენტრალური ბანკის ფუნქციები;
  • საბანკო-საოპერაციო პროდუქტები; საბანკო ანგარიშის სახეები, ანაბრის ტიპები;
  • ბანკის საკრედიტო პოლიტიკა; საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა;
  • ბანკის საშუამავლო ოპერაციები;
  • პლასტიკური ბარათების ბაზარი;
  • ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა;
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი;
  • კომერციული ბანკების და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობა და სხვა.
 
კურსს უძღვებიან აღიარებული ექსპერტ-ტრენერები.
 
ტრენინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
საბანკო საქმის სახელმძღვანელოები  მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად!
 
კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა (კვირაში 2-ჯერ) + 2 კვირა სტაჟირება (კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში) 
 
მთლიანი კურსის ღირებულება: 320 ლარი 
 
სწავლა დაიწყება 8 სექტემბრიდან
 
 2.სახელმწიფო შესყიდვები
 
სახელმწიფო შესყიდვები - 1 თვიანი კურსი: 
მთლიანი კურსის ღირებულება - 350 ლარი
კორპორაციული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური წინადადება. 
 
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • სახელმწიფო შესყიდვების არსი, მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვის განხორციელების საშუალებები და მეთოდები;
  • ტენდერი, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტენდერი, სატენდერო წინადადებების მიღება, გახსნის, განხილვისა და შეფასების წესი;
  • გამარტივებული შესყიდვა 
  • გასაჩივრება და დავების გადაწყვეტის მექანიზმები; 
  • სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება; 
  • შესყიდვების დოკუმენტაციის პრაქტიკული შედგენა. 
 
კურსის ბოლოს გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი
 
ევროპის აკადემიური ცენტრი- მოემზადეთ პროფესიონალ ტრენერებთან, მიიღეთ მაღალი დონის განათლება და პროფესიული რჩევები!
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია;
 
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია. 
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა:
 
ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
 
ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32)2147270, (+995 32)238234, (+995 32)2 332419, (+995 599)334700 
 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული) 
ტელ: (+995 431)236060, (+995 598)802227 
 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422)293293, (+995 592)700066
 
ესტუმრეთ ვებგვერდს: http://www.pdcgeo.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა